ჩვენს შესახებ

ნავთობკომპანია ზენექს-ი ქართულ ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა. ხარისხიანი საწვავი და კონკურენტული ფასები ეს არის კომპანიის კრედო. ზენექს-ი სწრაფად მზარდი და თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული კომპანიაა.
ამჟამად კომპანია ოპერირებს ბრენდირებული 5 ავტოგასამართი სადგურის მეშვეობით თბილისსა და მის შემოგრენში. უახლოეს მომავალში გეგმაშია რეგიონების დაფარვა, ბრენდირებული ავტო გასამართი სადგურებით.
ზენექს-ი საწვავის იმპორტს ახორციელებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და ასევე შუა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან.
ავტოგასამართ სადგურებზე წარმოდგენილია 6 ტიპის საწვავი, ესენია: ევრო რეგულარი, ევრო რეგულარი ZS, ევრო პრემიუმი, ევროდიზელი და ევრო დიზელ 5 სტანდარტი.
კომპანია ორიენტირებულია მუდმივ წინსვლასა და განვითარებაზე, ხოლო ლოიალურ მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა და მათზე მუდმივი ზრუნვა ჩვენი მთავარი ორიენტირია.
სოციალური პასუხისმგებლობა, მოქალაქეების დასაქმება და ზრუნვა კომპანიის ერთერთი მთავარი პრიორიტეტია. დღეისათვის ზენექს-ში დასაქმებულთა რაოდენობა 50 მდე ადამიანს შეადგენს.

Euro Regular - 2.84


Euro Regular ZS - 2.88


Euro Premium - 2.99


Diesel standart - 2.85


Diesel Euro 5 - 3.10


ჩვენი პროდუქცია

საუკეთესო საწვავი, მაქსიმუმი - მინიმუმით.

Euro Regular

-სტანდარტი EURO 5
-ოქტანური რიცხვი - 92
-გოგირდის შემცველობა 5 მკ/გკ
-ბენზოლის მოცულობითი წილი 0.65%
-არომატული ნახშირწყალბადები 33.72 %
-ტყვიის შემცველობა 0 გ/ლ

Euro Regular ZS

-სტანდარტი EURO 5
-ოქტანური რიცხვი - 93
-გოგირდის შემცველობა 5 მკ/გკ
-ბენზოლის მოცულობითი წილი 0.65%
-არომატული ნახშირწყალბადები 33.72 %
-ტყვიის შემცველობა 0 გ/ლ

EURO PREMIUM

-სტანდარტი EURO 5
-ოქტანობა 96,6
-გოგირდის შემცველობა 10 მგ/კგ
-ბენზოლის მოცულობითი წილი 0.9 %
-არომატული ნახშირწყალბადები 33.4%
-ტყვიის შემცველობა 0.0025გ/ლ

Euro Diesel

-სტანდარტი EURO 5
-ცეტანის რიცხვი 51
-გოგირდის შემცველობა 10 მგ/კგ
-პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები 4%
-სიმკვრივე 15 C კგ/მ 3 833.8 - - (15 გრადუს ცელსიუსი მეტრ კუბი)

რატომ ჩვენ

ჩვენი მიზანია, მაქსიმალური შედეგი - მინიმალური დანახარჯით.
უმაღლესი ხარისხი
%
კონკურენტული ფასები
%
ეკომეგობრული კომპანია
%

სტრუქტურა

01

საწვავის იმპორტი

როგორც მოგეხსენებათ, კომპანია ზენექს-ი ნავთობპროდუქტების იმორტს მეტწილად ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან და შუა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ახორციელებს, როგორებიცაა: რუმინეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი. ნაწილობრივი მომარაგება ხდება რუსეთიდანაც, საწვავის უწყვეტ რეჟიმში მოწოდებას კომპანია ზენექს-ისთვის ძირითადად მისი საერთაშორისო პარტნიორი კომპანია GRENCORD CORP-ი - უზრუნველყოფს.
02

გარე მონიტორინგი

ხარისხის მუდმივი მონიტორინგი კომპანია ზენექს-ის მუშაობის ძირითადი ქვაკუთხედია, მონიტორინგის განხორციელება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და რამოდენიმე ეტაპად იყოფა. საწვავის პირველ შემოწმებას ზენექს-ის პარტნიორი ნავთობმომწოდებელი კომპანია ახორციელებს, სადაც ხდება სერტიფიკატების მონიტორინგი და ლაბორატორიული შემოწმება.
03

შიდა მონიტორინგი

მეორე ეტაპი ითვალისწინებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე დოკუმენტარულ შემოწებას და მისი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობას, ასევე მიმდინარეობს ნავთობბაზიდან სინჯების პერიოდული აღება, ხოლო ბოლო პროცედურა ტარდება ზენექს-ის კუთვნილ ყველა ავტოგასამართ სადგურზე ყოველდღიურ რეჟიმში, რაც გულისხმობს ავზებში წყლისა და მექანიკური მინარევების შემცველობის გამორიცხვას.
04

ეკო მეგობრული საწვავი

კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ეკო მოგობრული საწვავის დანერგვაზე საქართველოში, რაც გამოიხატება ევრო 6 ტიპის, ბიოდიზელის საწვავის პოპულარიზაციაში და ავტო გასამათ სადგურებში მისი რელიზაციით. ამ პროექტის განსახორციელებლად კომპანია აქტიურად თანამშრომლობს, კავკასიის რეგიონში ერთადერთ ბიო დიზელის ქარხანასთან "ბიოდიზელი ჯორჯია"-სთან. ამჟამად აქტიურ პროცესშია ბიო 10 ტიპის საწვავის ლეგალიზაციაზე საკანონმდებლო დონეზე.

პარტნიორი კომპანიები




















სიახლეები


18 ივლისი 2021

გაეშვა ZENEX LLC -ის ვებ გვერდი, რომელიც ყოველდღიურად განახლებადია და სადაც მიიღებთ უახლოეს ინფორმაციებს კომპანიის შესახებ.

ნავთობის ფასები შემცირდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები უმნიშვნელოდ შემცირდა დაშეადგინა BRENT OIL 73.14 USD (-0.39), ხოლო GRUDE OIL WTI -ზე 71.56 USD

ZENEX-ის ახალი ობიექტი

კომპანია ZENEX -მა კიდე ერთი ახალი ავტო გასამართი სადგური დაამატა თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი 219. (სავაჭრო ცენტრი "თბილისი მოლის" მიმდებარედ.)