ჩვენს შესახებ

ZENEX - M4M

ნავთობკომპანია ზენექს-ი ქართულ ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა. ხარისხიანი საწვავი და კონკურენტული ფასები ეს არის კომპანიის კრედო. ზენექს-ი სწრაფად მზარდი და თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებული კომპანიაა.


ამჟამად კომპანია ოპერირებს ბრენდირებული 5 ავტოგასამართი სადგურის მეშვეობით თბილისსა და მის შემოგრენში. უახლოეს მომავალში გეგმაშია რეგიონების დაფარვა, ბრენდირებული ავტო გასამართი სადგურებით.


ზენექს-ი საწვავის იმპორტს ახორციელებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და ასევე შუა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან.
ავტოგასამართ სადგურებზე წარმოდგენილია 6 ტიპის საწვავი, ესენია: ევრო რეგულარი, ევრო რეგულარი ZS, ევრო პრემიუმი, ევროდიზელი და ევრო დიზელ 5 სტანდარტი.


კომპანია ორიენტირებულია მუდმივ წინსვლასა და განვითარებაზე, ხოლო ლოიალურ მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა და მათზე მუდმივი ზრუნვა ჩვენი მთავარი ორიენტირია.


სოციალური პასუხისმგებლობა, მოქალაქეების დასაქმება და ზრუნვა კომპანიის ერთერთი მთავარი პრიორიტეტია. დღეისათვის ზენექს-ში დასაქმებულთა რაოდენობა 50 მდე ადამიანს შეადგენს.